ყველა სახელმწიფოს საკუთარი, უნიკალური ისტორია აქვს. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და გეოპოლიტიკური ვითარება, ერის ბუნება და კულტურულ-ისტორიული თავისებურებანი ყოველ ისტორიულ ეტაპზე შესატყვის სახელმწიფოებრივ პოლიტიკის გატარებას ითხოვს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის მართვის საყოველთაოდ აღიარებულ პოსტულატებს ეფუძნება.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამიათასხუთასწლოვანი ისტორიის მანძილზე, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორების ზეგავლენითა და ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით მეთოდურად ყალიბდებოდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი მართვის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ეროვნული, ქართული პოლიტიკა ჰქვია.
მეცნიერები და სპეციალისტები, პოლიტკოსები პერმანენტულად სწავლობენ ქვეყნის მიერ განვლილ ისტორიულ ეტაპებსა და დღევანდელობას, მსოფლიო გლობალიზაციის გავლენას თანამედროვე პოლიტკურ ვითარებაზე. მრავალი კონკრეტული კვლევა ჩატარდა და ტარდება ამ მიმართულებით, მაგრამ საკვლევი, განსაკუთრებით იმ დონის, რომლის შედეგებიც უთუოდ იქნება გასათვალისწინებელი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში – ჯერ კიდევ ძალზე ბევრია.
მივესალმები სამეცნიერო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ გამოცემას.
მაკიაველი პოლიტიკას განსაზღვრავდა როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე. ვფიქრობთ, ამ თეზას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მივიჩნევთ, რომ როგორც დღევანდელი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამეცნიერო ჟურნალის-„ქართული პოლიტიკის“ ნომრის პრეზენტაცია გამართა. დამსწრეთ სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და დამსწრეთ შობა-ახალი წელი მიულოცა: „დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ იმ აქტუალურ