2012 წელს, ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა,
ჩვენ დავიწყეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც მართვის
თვითმმართველობის „უფროსები“, არამედ როგორც თქვენი პარტნიორები და ვცდილობთ, ხელი შეგიწყოთ იმაში, რომ თვითმმართველობამ თავი იგრძნოს ადგილობრივი მოსახლეობის ნამდვილ პატრონად. თქვენ, მოსახლეობის მიერ პირდაპირ არჩეულმა მერებმა და გამგებლებმა, უნდა დაივიწყოთ ის მცდარი შეხედულება, რომ თქვენი „უფროსი“ თბილისში ან სხვაგან სადმე ზის და ადგილობრივი პრობლემები ადგილზევე უნდა გადაწყვიტოთ. სამთავრობო პოლიტიკის ადგილებზე გატარებაში თქვენს პასუხისმგებლობას ეს კი არ ამცირებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის, რამდენადაც ცენტრიდან მითითებების გარეშე უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა თქვენი ამომრჩევლის საჭიროებების კარგად დაკმაყოფილებისათვის.
ცენტრალიზებულმა მმართველობამ თავისი არაეფექტობა იმითაც დაგვანახა, რომ XXI საუკუნისთვის ისეთი ელემენტარული აუცილებლობა, როგორიცაა წყალმომარაგება, სოფლად ჯერაც პრობლემაა. ჩვენ ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლითაც არსებითი გახდება სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფაში მუნიციპალიტეტების როლი, რის შემდეგაც ეს პრობლემა ეტაპობრივად ყველგან იქნება მოგვარებული.
დეცენტრალიზაცია ანუ ცენტრიდან ადგილებზე უფლებების გადაცემა მოხდება სხვადასხვა სფეროში. საამისოდ სხვა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მალე პარლამენტს წარედგინება. თავიდან ბევრი უფლებამოსილება დელეგირებული იქნება მუნიციპალიტეტებზე და მათ შესრულებას სამინისტროები გაუწევენ ზედამხედველობას, როგორც, მაგალითად, მაღალმთიანი დასახლების მცხოვრების სტატუსის მინიჭების ზედამხედველობა კანონით ევალება ჩვენს სამინისტროს. მაგრამ უახლოეს მომავალში, როდესაც ეს სისტემები აეწყობა, ბევრი ფუნქცია საკუთარ უფლებამოსილებად გადაეცემა მუნიციპალიტეტებს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში დეცენტრალიზაციის პროცესის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად აქვთ, რომ კვალიფიცირებული საკადრო რესურსი ადგილებზე საკმარისი არ არის, ამიტომ მუნიციპალიტეტები ვერ შეძლებენ მათთვის გადაცემული უფლებამოსილებების სათანადოდ გაძღოლას. ეს იმას ჰგავს, ბავშვი წყალში ცურვის არცოდნის საბაბით არ შეუშვა, ცურვის სწავლა კი სიბერემდე გადაუდო. მთავრობამ უკვე დაამტკიცა მუნიციპალურ მოხელეთა გადამზადების კონცეფცია და მომავალი წლიდან ამოქმედდება თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადების ახალი სისტემა, რომელიც თანდათან მოხსნის საკადრო პრობლემებს.
მეორე არგუმენტი ყოველთვის ის შიშებია, რომ ადგილებზე არ შეუძლიათ ფინანსური სახსრების ეფექტური ხარჯვა და ადგილობრივი ბიუჯეტების მოცულობა რომ გაიზარდოს, ეს ფული გაიფლანგება სამოხელეო ბიუროკრატიის გაზრდაში. 2016 წელს ჩვენ მუნიციპალური სერვისების მინიმალურ, მათ შორის, ფინანსურ სტანდარტებს შევიმუშავებთ, რომლებიც დაკანონდება, დაინერგება და არავის მისცემს საშუალებას, საჯარო ფინანსები არაეფექტურად დახარჯოს.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს 6 რეგიონის 22 მუნიციპალიტეტს ვეხმარებით, რომ მოხდეს საბიუჯეტო პრიორიტეტების დოკუმენტის გაუმჯობესება. ეს გამოცდილება მომავალ წელს ყველა მუნიციპალიტეტში გავრცელდება. ამრიგად, მუნიციპალიტეტებს ექნებათ საშუალოვადიანი დაგეგმვის სტრატეგიული დოკუმენტები, საიდანაც ჩვენი მოსახლეობა ნათლად დაინახავს, რა მიზნების მისაღწევად უნდა დაიხარჯოს საჯარო ფინანსები, როდის და რა ვადებში იგეგმება ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტა.
კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარდა გაზრდილი ფუნქციების შესასრულებლად თქვენ დაგჭირდებათ მეტი ფინანსური სახსრები. 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის ცალკეული კომპონენტები სრულად დარჩება ადგილებზე. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ შემდგომში ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის პროცენტული წილიც ადგილზე დარჩეს. ადგილობრივი ბიუჯეტები უნდა იყოს საკმარისი მოსახლეობის პრობლემების საკუთარი ძალებით გადასაწყვეტად.
გათანაბრებითი ტრანსფერი კი უნდა მიიღონ მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებმა, სადაც ადგილობრივი შემოსავლები არასაკმარისი იქნება.
კაპიტალურ ინვესტიციებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ცენტრიდან რეგიონებში გადასატანად ჩვენ შევქმენით რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ახალი სისტემა, რომლითაც თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გსურთ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი უკვე იხარჯება არა თბილისელი ჩინოვნიკების შეხედულებით, არამედ გუბერნატორებთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებული რეგიონული სტრატეგიების სამწლიანი სამოქმედო გეგმით, თანაც ისე, რომ ქვეყნის განვითარების სამთავრობო კურსს უწყობს ხელს.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ისეთ ორგანოდ უნდა ვაქციოთ, სადაც რეგიონული მნიშვნელობის პროგრამები და პროექტები დაისახება და განხორციელდება. მუნიციპალიტეტებში ზოგიერთი საქმის დამოუკიდებლად კეთებას ძალების გაერთიანება სჯობს. ამიტომ რიგ სფეროებში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარებით საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტურად გამოყენება შეიძლება. სამინისტროში შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ, რომლის მიხედვითაც თქვენ შეძლებთ ერთობლივად შექმნათ რეგიონული განვითარების სააგენტოები, რითაც ინვესტიციების მოზიდვას და მხარის ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობთ ხელს.
დეცენტრალიზაციის პროცესის წარმატებისათვის ადგილებზე ეფექტური თვითმმართველობა არის საჭირო, სხვაგვარად თავად ამ იდეის დისკრედიტაცია მოხდება. მუნიციპალიტეტის სიძლიერეს და იმის უნარს, რომ ეფექტურად გადაწყვიტოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მხოლოდ მისი რესურსები არ განაპირობებს. მთავარია, თქვენ როგორ უსმენთ ამომრჩევლებს და როგორ ესმის თქვენი ხალხს. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი დიდწილად განაპირობებს თქვენს წარმატებას.
თუ თვალს გადავავლებთ 2012 წლამდე ჩატარებულ კვლევებს, ვნახავთ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან დაბალი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობას მოსახლეობასთან ჰქონდა ფრაგმენტული ხასიათი. ახლა ასე აღარ არის. გვესმის კმაყოფილება განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობისგან, სადაც მოხდა ტერიტორიული ოპტიმიზაცია და ქალაქები თვითმმართველი გახდა. მცირე მოსახლეობასთან მერებსა და გამგებლებს უფრო უშუალო კონტაქტი აქვთ, და ეს ძალიან კარგია, ამიტომ ამ პროცესის გაგრძელებაზე უნდა ვიფიქროთ.
არასამთავრობო სექტორთან და მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური კანონი და საფუძვლიანად შევცვალეთ კოდექსის ის თავი, რომელიც ეხება მოქალაქეთა მონაწილეობას. ახლა უკვე გაქვთ კანონით განსაზღვრული ახალი ფორმები, რომლებიც შეგიძლიათ მოსახლეობასთან ურთიერთობისათვის გამოიყენოთ. მერებსა და გამგებლებს შეგიძლიათ ეფექტურად ითანამშრომლოთ საზოგადოებასთან,
არასამთავრობო სექტორთან და ადგილობრივ ბიზნესთან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ფორმატში. ასევე, დასახლების მცხოვრებთა საერთო კრებების მექანიზმით, შეგიძლიათ მოისმინოთ მოქალაქეების მოსაზრებები და მათთან ერთად იმსჯელოთ გადაწყვეტილების მიღების გზებზე. ამ მხრივ ბევრ მუნიციპალიტეტში გვაქვს მართვის „კარგი პრაქტიკის“ ნიმუშები და მნიშვნელოვანია მათი განვრცობა ქვეყნის მასშტაბით. მაგალითად:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კვარტალში ერთხელ ტარდება „ღია კარის სხდომები“, სადაც მოქალაქეები საკრებულოს ტრიბუნიდან აჟღერებენ მათთვის აქტუალურ საკითხებს;
ადგილობრივი ბეჭდური და ელექტრონული მედია ბევრგან დეტალურად აშუქებს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, თელავის საკრებულოს სხდომების ვიდეოჩანაწერები სრულად თავსდება ინტერნეტში;
ხარაგაულში, გორსა და თელავში გაიზიარეს ჩეხური გამოცდილება და შეიქმნა თანამონაწილეობითი კომიტეტები, რომელშიც შევიდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები. გააკეთეს კითხვარები მოსახლეობისთვის პრობლემატურ საკითხებზე, გამოკითხვის შემდეგ კი ჩატარდა საჯარო შეხვედრები, სადაც ადგილობრივმა