შეკითხვები

Q?რა ხასიათის სტატიების გამოქვვეყნებას ანიჭებს უპირატესობას რედაქცია?
A.

ჟურნალი ორიენტირებულია უპირველესად იმ სამეცნიერო მასალებზე, რომლებიც არსად გამოქვეყნებულა (სტატიები, გამოკვლევათა შედეგები, ანგარიშები და ა.შ.) და ავტორთა მიერ ჟურნალს გადაეცემა იმ პირობით, რომ მათი ნახვა იქნება თავისუფალი.

Q?რა უფლება – მოვალეობანი აკისრია ჟურნალის მკითველს?
A.

სამეცნიერო ჟურნალით ,,ქართული პოლიტიკა’’ სარგებლობისას ნებადართულია ნებისმიერი სტატიის დათვალიერება, შენახვა და ერთი ასლის ამობეჭდვა პირადი სარგებლობისათვის
დაუშვებელია: ჟურნალის სტატიების აკინძვა და ტირაჟირება, ფოტოკოპირება,
ელექტრონული და სხვა ასლების შექმნა ჟურნალ ,,ქართული პოლიტიკის’’ რედაქციის სათანადო წერილობითი ნებართვის გარეშე; ჟურნალის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოცემა ან გადაცემა ნებისმიერი ფორმით და საშუალებებით: ელექტრონული ან მექანიკური, მათ შორის ფოტოასლებისა და მიკროფილმების სახით; ნებისმიერი მონაცემთა ბაზებისა და საძიებო სისტემების შექმნა ,,ქართული პოლიტიკის’’ რედაქციის სათანადო წერილობითი ნებართვის გარეშე; ჟურნალის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება საჯარო გავრცელებისათვის ან გასაყიდად ,,ქართული პოლიტიკის’’ რედაქციის სათანადო წერილობითი ნებართვის გარეშე..

Q?რა პასხისმგებლობა ეკისრებათ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ავტორებს?
A.

ავტორები პასუხისმგებელნი არიან სტატიის შინაარსსა და მის გამოქვეყნებაზე. ჟურნალის რედაქცია არ აგებს პასუხს სტატიის პუბლიკაციის შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზარალზე. იმ შემთხვევაში, თუ მასალების გამოქვეყნების შედეგად მოხდა საავტორო ან სხვა უფლებების, საზოგადოდ მიღებული სამეცნიერო ეთიკის ნორმების დარღვევა, რედაქცია უფლებამოსილია გამოქვეყნებული მასალა ამოიღოს მონაცემთა ბაზიდან.

Q?როგორ ხდება ჟურნალში გამქვეყნებული სტატიების საავტორო უფლებების დაცვა?
A.

ჟურნალი გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის და გამოქვეყნებულ მასალებზე დაცული იქნება ყველა მატერიალური თუ არამატერიალური საავტორო უფლება. საქართველოში საავტორო უფლებას არეგულირებს სამოქალაქო სამართლის კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’. კანონის მიზანია, დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს. (ლინკი საქპატენტზე)

Q?როგორ ხდება ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის შენახვის უზრუნველყოფა?
A.

ჟურნალის ყველა მასალა პერიოდულად გადაიწერება CD-ROM -ზე და ინახება განუსაზღვრელი დროით. შენახვას უზრუნველყოფს ჟურნალის “ქართული პოლიტიკა” რედაქცია, როგორც მისი დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – “ტექინფორმი”, რითაც,  აგრეთვე, დაცული იქნება ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ავტორთა საავტორო უფლება.

Q?სად რეფერირდება ჟურნალი?
A.

ჟურნალი რეფერირდება VINITI, INION და TECHINFORMI.

Q?რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია?
A.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია მოწოდებულია ჟურნალის მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის შექმნისათვის და ორიენტირებულია იმ კრიტერიუმებზე, რაც მოეთხოვება სამეცნიერო ტრადიციების მქონე აკადემიურ ჟურნალებს.