ჟურნალის აგრარული პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ავთანდილ კორახაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1949 წლის 24 სექტემბერს.
1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი.
1973–1976 წწ. იყო მცხეთის საბაზისო სანერგის უბნის უფროსი; 1976–1979წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 1989–2007წწ. აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე; 2001–2006წწ. უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტებში. 2002-2005წწ. კომპანია BP–ს ექსპერტი; 2005- 2006წწ. საქართველოს ს/კ დაწესებულებების საატესტაციო დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე; 2005-2008წწ. საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის კონსულტანტი; 1990-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის აშშ–საქართველოს ინსტიტუტის პროფესორი. არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მეთოდური მითითების, 9 ახალი მცენარის ჯიშის, 2 პატენტის, 2 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, საქართველოს 4 ადაპტირებული კანონისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 3 ეროვნული სტრატეგიის ავტორი და თანაავტორი; საკვებწარმოების ინგლისურ ინგლისურ–რუსულ–ქართული გლოსარიუმის, ექვსენოვანი აგრარული ლექსიკონის, კომპიუტერული პროგრამისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მიღებული აქვს კვების მრეწველობის წარჩინებულის ვერცხლის მედალი (1979), UNESCO-ს კონფუცის ოქროს მედალი (1995), მალაიზიის HACCP–ის ოქროს მედალი (2005).
იგი სხვადასხვა ორგანიზაციის და ასოციაციის წევრია, იგი არის: ევროპის გენეტიკური რესურსების საკვები და პარკოსანი კულტურების (ECP/GR) ასოციაცია, ნამდვილი წევრი (1996-); ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფედერაციის (EFITA) ასოციაცია, ნამდვილი წევრი (1996-); საერთაშორისო ორგანიზაცია CGIAR–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-); საერთაშორისო ორგანიზაცია DAI–ის სამეცნიერო საბჟო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-);საერთაშორისო ორგანიზაცია GTS –ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-); საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-); საერთაშორისო ორგანიზაცია IFAD–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-); საერთაშორისო ორგანიზაცია IPGRI–ის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-); საერთაშორისო ორგანიზაცია TACIS–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-); საერთაშორისო ორგანიზაცია TACIS–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-); საერთაშორისო ორგანიზაცია WB–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-).
ავთანდილ კორახაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსია (2013-); საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი (2001-2004); სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარეა (2008-) 1999 წელს მიღებული აქვს ,,ღირსების ორდენი’’ სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა- განათლებაში, აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
სრულად – გადასვლა სწავლულ ექსპერტთა რეესტრის გვერდზე