საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური, ეკონომიკური, საწარმო-ტექნიკური, ფინანსური, სამეცნიერო, ინფრასტრუქტურული, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული რესურსი და პოტენციალი, სამხედრო-გეოგრაფიული მონაცემები და სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფართო სპექტრი, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკით, სახელმწიფო სამხედრო პოლიტიკით და თავისი შემადგენელი სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკით, განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო სტრატეგიის ძირითად პრინციპებს. სწორედ აღნიშნულმაძირითადმა პრინციპებმა, სათანადო სახელმწიფო სამხედრო მშენებლობის მიდგომებით და სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციით, უნდა განაპირობოს საქართველოს ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის და მთლიანად ტერიტორიის ომისათვის მომზადების ადგილი, როლი, ხასიათი, სასიცოცხლო ბაზა, მოცულობა და ინტენსიობა სახელმწიფოს თავდაცვის კომპლექსში, როგორც საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების სტრატეგიულმა მიმართულებამ.
ელგუჯა მეძმარიაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი