გეოგრაფიული თვალსაზრისით კავკასია ბუნებას თითქოს ერთი სახელმწიფოსათვის შეუქმნია. ისტორიამ კი ინება, რომ ამ ერთიან ბუნებრივ საზღვრებში სამი ეთნიკურად განსახვავებული და მაღალი ცივილიზაციის სახელმწიფო შეექმნა. ამიტომ იყო, რომ გარეშე ძალას, მტერსაც და მოყვარესაც, კავკასია ერთიანად სჭირდებოდა. ამიტომვე იყო, რომ ხან სომხეთი ხან საქართველო და ალბანეთიც კი სხვადასხვა დროს ცვალებადი წარმატებით ცდილობდა...
ვრცლად
ლიანა მელიქიშვილი | ეთნოპოლიტიკა
უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას წამყვანი როლი ენიჭება ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარების პროცესში. უსაფრთხოებას, როგორც პოლიტიკურ კატეგორიას, მყარი ადგილი უკავია ისეთ ფენომენთა გვერდით, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები… იგი თანამედროვე გლობალიზაციის ფონზე თანდათან უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და განაპირობებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მართვის სტრატეგიას. უსაფრთხოების კონცეპტუალური ვარიანტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია...
ვრცლად
ლეო ჩიქავა | სოციალური პოლიტიკა
სოციალური პოლიტიკა ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება – სრულყოფისთვის მიმართულ ღონისძიებათა სისტემაა. იგი საზოგადოების ყოფაცხოვრებითი ხასიათის უმნიშვნელოვანეს საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორის აღსანიშნავია : მოსახლეობის ცხოვრების დონე; მთელი საზოგადოების მუდმივად მზარდ მატერიალურ და კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მხრივ არსებული მდგომარეობა; ეკოლოგიურად სუფთა გარემო; ბინით [საცხოვრისით] უზრუნველყოფა; სამედიცინო და საკურორტო მომსახურება; სოციალური...
ვრცლად
ვლადიმერ პაპავა | ეკონომიკური პოლიტიკა, გეოეკონომიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ არაერთი სახეცვლილება განიცადა. ეს პერიოდი როგორც დაშვებული შეცდომებით, ისე არაერთი წარმატებითაა დამახასიათებელი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოებრიობა აღდგენილ საქართველოს არ გააჩნდა ქვეყნის ეკონომიკის დამოუკიდებლად მართვის სათანადო გამოცდილება, რითაც უნდა აიხნსნას დაშვებულ შეცდომათა დიდი უმრავლესობა. იმავდროულად ოცწლიან პერიოდში...
ვრცლად
ავთანდილ სილაგაძე | რეგიონული პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისადმი მიძღვნილ გამოცემებში უნდა აისახოს: საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მთიანი რეგიონების, მათი ეკონომიკურ-ფინანსური, სოციალური, დემოგრაფიული და კულტურული მემკვიდრეობა; საზღვრისპირა რეგიონების პრობლემატიკა; საერთაშორისო გამოცდილება, მ.შ.: ევროპული რეგიონული განვითარების გამოცდილება და მისი გამოყენების შესაძლებლობები ევროპის ფარგლებს გარეთ; საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პერსპექტივები; საქართველოს ხელისუფლების “რეგიონული განვითარების სტრატეგიის“ (ძირითადი პრინციპები, ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა მდგრადი რეგიონული განვითარებისათვის, მუნიციპალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა...
ვრცლად
გურამ ლორთქიფანიძე | კულტურის პოლიტიკა
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში XX საუკუნის მეორე ნახეარიდან განსაკურებული ყუადღება ეთმობა კულტურის პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული საკითხების კლევის პრობლემებს. ამის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე საზოგადოებაში, სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების ბიოსოციალური რეგულირება. საზოგადოების ეფექტური მართვა მოითხოვს სახელმწიფო ორგანოებიდან შესაბამის, ადეკვატური , სისტემური პოლიტიკის შემუშავებას. დაუშვებელია ვიწროუწყებრივი მიდგომა სოციო-კულტურული გლობალური მოვლენებისადმი. სწორი, კულტურის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა...
ვრცლად