საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობა რამდენადმე განსაზღვრა მისმა გეორგაფიულმა მდებარეობამ :ზღვაზე გასასვლელმა (შავმა ზღვამ), საზღვრების დაცულმა კონფიგურაციამ და რაც მთავარია, გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ (სატრანზიტო გზები, მოსაზღვრე ქვეყნები, მათი ტრადიციები, კონფლიქტების პერსპექტივა). წინამდებარე რუბრიკის ამოცანაა აჩვენოს ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის მიერ განვლილ გრძელ გზაზე (რომლის დროსაც იყო დიდი ომები, წარმატებები და წარუმატებლობები, სახელმწიფოს გაერთიანება-გაძლიერება...
ვრცლად
ლევან ალექსიძე | საგარეო პოლიტიკა
დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა ოცზე მეტი წლის განმავლობაში მრავალ გამოწვევას წააწყდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რუსეთის წადილი ნებისმიერი გზით შეენარჩუნებინა თავისი ზეგავლენა, რისთვისაც მთავარ ბერკეტებად იყენებდა საქართველოს ისტორიულ რეგიონებში არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებს, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდა საქართველოს მიმართ აგრესიით და ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებითა და ოკუპაციით. ამიტომ ქართული საგარეო პოლიტიკის...
ვრცლად
ელგუჯა მეძმარიაშვილი | უსაფრთხოების პოლიტიკა
საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური, ეკონომიკური, საწარმო-ტექნიკური, ფინანსური, სამეცნიერო, ინფრასტრუქტურული, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული რესურსი და პოტენციალი, სამხედრო-გეოგრაფიული მონაცემები და სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფართო სპექტრი, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკით, სახელმწიფო სამხედრო პოლიტიკით და თავისი შემადგენელი სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკით, განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო სტრატეგიის ძირითად პრინციპებს. სწორედ აღნიშნულმაძირითადმა პრინციპებმა, სათანადო სახელმწიფო სამხედრო მშენებლობის მიდგომებით და სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციით, უნდა განაპირობოს...
ვრცლად
ჯონი ხეცურიანი | სამართლებრივი პოლიტიკა
ჟურნალის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და სამართლის აქტუალური პრობლემები. განსაკუთრებით ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოს სახელმწიფოერივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი განვითარების ეტაპებსა და პერსპექტივებს, სახემწიფო მმართველობის, ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმართველობის, სამართლებრივი სახემწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საკითხებს. გამორჩეული ადგილი უნდა დაეთმოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და...
ვრცლად