მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში XX საუკუნის მეორე ნახეარიდან განსაკურებული ყუადღება ეთმობა კულტურის პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული საკითხების კლევის პრობლემებს. ამის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე საზოგადოებაში, სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების ბიოსოციალური რეგულირება. საზოგადოების ეფექტური მართვა მოითხოვს სახელმწიფო ორგანოებიდან შესაბამის, ადეკვატური , სისტემური პოლიტიკის შემუშავებას. დაუშვებელია ვიწროუწყებრივი მიდგომა სოციო-კულტურული გლობალური მოვლენებისადმი. სწორი, კულტურის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა დაფუძნებულია კულტუროლოგიურ ექსპერტიზაზე, ანალიტიკურ პროექტირებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. კულტურის პოლიტიკაში დაუშვებელია ვოლუნტარიზმი, მთავრობის დადგენილებების მიღებას წინ უნდა უძღოდეს სპეციალისტების არანაჩქარევი კომპეტენტური დასკვნები, ე.წ. ექსპერტიზა. მთავრობის მოვალეობაა ხელი შეუწყოს კულტურის აღმავლობას, როგორც ეროვნულ ასევე რეგიონალურ დონეზე. კულტურის პოლიტიკა მთლიანად დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით. კულტურა სახელმწიფო პოლიტიკაში არ უნდა წარმოადგენდეს დაბალი რანგის პრიორიტეტს.
კომუნისტურ საზოგადოებაში კულტურის პოლიტიკას წარმართავდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის იდეოლოგიის განყოფილება. კულტურის სამინისტრო, მისი კულტურის პოლიტიკას ბიუროკრატიულ ორგანოს წარმოადგენდა. დღევანდელ საქათველოში კულტურის პოლიტიკა შედარებით ავტონომიურია. ის მოიცავს სუსტად კოორდინირებულ სხვადსხვა ორგანოებს,კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ რაიონულ განყოფილებებს. მთავარ როლს პრეზიდენტის ნება თამაშობს, რაც ხშირად არ შეესაბამება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. კულტურის პოლიტიკაში სრულიად იგნორირებულია საქარველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, გაუქმებულია არქეოლოგიური კომისია, რომელიც აკონტროლებდა კულტურულ მემკვიდრეობას. წინგადადგმული ნაბიჯია კულტურის ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით აკადემიური ჟურნალის „ქართული პოლიტიკის“ დაარსება, რომელიც ხელს შუწყობს მის გააზრებას, როგორც ნაციოალური უსაფრთხოების ფაქტორს.
გურამ ლორთქიფანიძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი