დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა ოცზე მეტი წლის განმავლობაში მრავალ გამოწვევას წააწყდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რუსეთის წადილი ნებისმიერი გზით შეენარჩუნებინა თავისი ზეგავლენა, რისთვისაც მთავარ ბერკეტებად იყენებდა საქართველოს ისტორიულ რეგიონებში არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებს, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდა საქართველოს მიმართ აგრესიით და ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებითა და ოკუპაციით. ამიტომ ქართული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად იყო და დარჩება საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის შექმნა, რაც შეუძლებელია დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილ სტრუქტურებში (ნატო, ევროპული კავშრი) ინტეგრაციის გარეშე.
სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე შიდა და საგარეო პოლიტიკური ამოცანებით და მიზნებით არის განპირობებული ქართული საგარეო პოლიტიკური და საერთაშორისო-სამართლებრივი საქმნიანობა, რომლის ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ხედვასაც გავაცნობთ მკითხველს.
ლევან ალექსიძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
აკადემიკოსი, პროფესორი