დეივიდ ლიდინგტონიგვინდა, დავეხმაროთ ქართველ ხალხს მიზნის მიღწევაში, რომ საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდეს.ნატო მუშაობს კონსენსუსის საფუძველზე. ეს არის საბჭო, რომელმაც ნებისმიერ წინგადადგმულ ნაბიჯზე თანხმობა უნდა განაცხადოს. მან უნდა მოახდინოს რეაგირება ფაქტზე, რომ ნატო-ს ბოლო შეხვედრის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული პროგრესი აჩვენა. ჩვენის მხრივ, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის ერთგული იქნება.
კომენტარები
ერიკ რუბინიპირველი ოქტომბრის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ქართული დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე სლოგანი და ხელისუფლების მიმდინარე გადაცემა ერთი პარტიიდან მეორეზე არის სტანდარტი ყველა ახალი დემოკრატიისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დემოკრატიას საქართველოში, გარდამავალ პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარებს. ჩვენი აქ ყოფნის მიზანი საქართველოს უსაფრთხოებაა და ეს გახლავთ ის გზავნილი, რომელიც ყველას გადავეცით. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მტკიცე და ჯანსაღ ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებს ხელს არ უშლის ასევე მტკიცე და ჯანსაღი ქართულ–რუსული ურთიერთობები.
ქეთრინ ეშტონიევროკავშირი საქართველოს გვერდითაა და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ კოოპერაციასა და ეკონომიკურ ინტერგაციას, ისევე როგორც მზარდ მობილობას. ჩვენ ასევე დავეხმარებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.ჩვენ მოწმე გავხდით დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველომ მიიღო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ტრანზიციის. მე ვეტყვი პრემიერ ივანიშვილს – ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამდენ ძალისხმევას ახმარს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების გადალახვას და, რომ მას ჭირდება, ასევე, იფიქროს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკის ზოგ გამოწვევებზეც.
ჯორჯ ბუშითქვენ რთული ნაბიჯები გადადგით თქვენი ეკონომიკის რეფორმირებისა და კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის საქმეში. თქვენ აშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც პატივს სცემენ უმცირესობათა უფლებებს, სადაც ყვავის თავისუფალი პრესა, სადაც მიესალმებიან ძლიერ ოპოზიციას და სადაც ერთობა მშვიდობის გზით მიიღწევა. ამ ახალ საქართველოში კანონის უზენაესობა იმეფებს და თავისუფლება ყოველი მოქალაქის უფლება იქნება.
ანდერს ფოგ რასმუსენიოქტომბერში საქართველომ მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა, არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ახალი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოსთვის. ახლახან საქართველომ გააორმაგა მისი წვლილი ნატოს ავღანეთის მისიაში და გახდა ერთ–ერთი დიდი კონტრიბუტორი მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველო უკვე შეურთდა ნატოს მისიის დაგეგმვის პროცეს, რათა გაგრძელდეს ავღანური ძალების გაწვრთნა, დახმარება და კონსულტაციები 2014 წლის შემდეგ, ყოველივე ეს აჩვენებს თავდადებას , რასაც მივესალმებით.
თომას დე ვაალიბოლო დროს ქართული პოლიტიკა მდარე და პროგნოზირებადი იყო. მოცემულობა იყო ის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარმატებით გაუძლო 2008 წლის ომის შტორმს, განამტკიცა “ნაციონალური მოძრაობის” ძალაუფლება ხელისუფლებაში და ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინა. რაც იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში 2012-13 წლებში ორი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა რჩებოდა: პირველი, რამხელა უმრავლესობას მოიპოვებდა “ნაციონალურ მოძრაობა” და მეორე, შეეცდებოდა თუ არა სააკაშვილი იმ კონსტიტუციის გამოყენებას, რომელიც მან საგანგებოდ შეცვალა, რათა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა მას შემდეგ, რაც მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა. ამ დროს გამოჩნდა ოლიგარქი. ბიძინა (ცნობილი ასევე როგორც ბორისი) ივანიშვილს სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ მთელი ქართული პოლიტიკური სცენა თავდაყირა დაეყენებინა.