ჟურნალის მთავარი სარედაქციო საბჭო, წარმოადგენს რა ჟურნალის ხელმძღვანელ ორგანოს: სარგებლობს სრული შემოქმედებითი თავისუფლებითა და სარედაქციო დამოუკიდებლობით; განსაზღვრავს ჟურნალის პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს; უზრუნველყოფს ჟურნალის სამეცნიერო და საორგანიზაციო ხელმძღვანელობას; ამტკიცებს ჟურნალის თემატურ გეგმას; უკვეთავს ავტორებს მიმოხილვითი ან პრობლემური ხასიათის წერილებს; პასუხს აგებს ჟურნალის სამეცნიერო შინაარსის ხარისხზე; იღწვის ჟურნალის მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის შექმნისთვის და ორიენტირებულია იმ კრიტერიუმებზე, რაც მოეთხოვება სამეცნიერო ტრადიციების მქონე აკადემიურ ჟურნალებს;
მთავარი სარედაქციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს ავტორთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი – სარედაქციო კოლეგიის აღმასრულებელი მდივანია, იგი ხელმძღვანელობს და წარმართავს რედაქციის მიმდინარე საქმიანობას; წარმოადგენს რედაქციას დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია რედაქციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; სარედაქციო კოლეგიის თანათავმჯდომარეებთან და წევრებთან ერთად განსაზღვრავს ჟურნალის პოლიტიკასა და მიმართულებას; ჟურნალის გამოსაცემად აყალიბებს სამუშაო გეგმას, რომელსაც წარუდგენს სარედაქციო კოლეგიას, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს; მუშაობს ჟურნალის მაკეტზე, აკონტროლებს ჟურნალის სარედაქციო საქმიანობის პროცესს, ზრუნავს ჟურნალის გავრცელებასა და მის რეკლამაზე; აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურასთან, პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ორგანიზებას უწევს მათგან მოწოდებული შესაბამისი სამეცნიერო დონის მასალების ჟურნალში გამოქვეყნებას; უზრუნველყოფს ჟურნალის ვებ-გვერდის გამართულ საქმიანობას.